24.11.2024 | 21:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალაინსის" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს

საქართველოში  2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით საკუთარ საარჩევნო ოლქებში, დილიდან ხმას ქვეყნის უკეთეს მომავალს აძლევენ. თბილისის  91-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა "პატრიოტთა ალიანსის"  გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.  მერაბ ჭიქაშვილის თქმით, მან ხმა  ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას და  ქვეყნის  უკეთეს მომავალს მისცა.

 

61-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "პატრიოტთა ალიანსიდან". მალხაზ თოფურიას განმარტებით, დღევანდელი დღე ისტორიაში მნიშვნელოვანი ცვლილებების სახელით შევა. კანდიდატის თქმით, მან მხარი  სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ქვეყანაში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას დაუჭირა.

 

    საკუთარი პოზიცია დააფიქსირა   დიდუბე- ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "პატრიოტთა ალიანსიდან" არჩილ ბენიძემ. ის   საარჩევნო უბანზე შვილთან  ერთად იმყოფებოდა. არჩილ ბენიძის განცხადებით,  მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არჩევნებზე მივიდნენ და   საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადონ.

 

  არჩევნებზე იმყოფებოდა საბურთალოს   მაჟორიტარობის კანდიდატი "პატრიოტთა ალიანსიდან"   კახა ძაგანია. მისი თქმით,   მან   არჩევანი ქვეყნის უკეთეს მომავლზე შეაჩერა.

 

თბილისის მსგავსად   "პატრიოტთა ალიანსის"  მაჟორიტარობის კანდიდატებმა  საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს რეგიონებშიც. პარტიის ჭიათურის საჩხერისა და  ხარაუგაულის მაჟორიტარობის კანდიდატი  საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

 

  2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში  უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები  საქართველოს მასშტაბით  ზუსტად რვა საათზე გაიხსნა. ქვეყნის მთავარი  ოპოზიციური პარტიის  წარმომადგენლები კი  საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

დღის გადაცემები