24.11.2024 | 21:12
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსი" რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს [ვიდეო]

დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, დიალოგის ყველა დონეზე აღდგენის და კულტურულ-სოციალური ურთიერთობების გასაახლებლად, "პატრიოტთა ალიანსი" რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს. ვლადიმერ პუტინისადმი საჯარო წერილში, ხელმომწერები საინფორმაციო სივრცის ორმხრივად გახსნის ინიციატივითაც გამოდიან. ოპოზიციურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ "ნაცმოძრაობის" და "ქართული ოცნების" პოლიტიკამ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საქმე დააზარალა.

წერილში გამოთქმულია შეშფოთება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მორიგი დაძაბვით და იმედი, რომ ორ სახელმწიფოს შორის ჯერ კიდევ შესაძლებელია კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა, რომელიც უერთიერთპატივისცემასა და ნდობას დაეფუძნება. "პატრიოტთა ალიანსის" მიერ შექმნილი დიალოგის ჯგუფის და ვენის ფორმატის ფარგლებში ქართველი, რუსი, ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების მიერ შემუშავდა საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობის კონცეფცია. 2020 წლის 1 მარტიდან 15 ოქტომბრამდე "პატრიოტთა ალიანსმა" ჩაატარა უპრეცედენტო საერთო-სახალხო გამოკითხვა და მოკლე ხანში 900 000 რესპოდენტის აუდიო ჩანაწერი მიიღო, რომელთა 69,4%-მა სწორედ სამხედრო მიუმხრობლობას დაუჭირა მხარი! წლის განმავლობაში კი 1,2 მილიონი ადამიანი გამოიკითხა, რომელთაგან 69,7%-მა სამხედრო მიუმხრობლობას, ხოლო 75,8%-მა რუსეთთან პირდაპირ დიალოგს დაუჭირა მხარი.

დღის გადაცემები