24.11.2024 | 21:16
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსის" ახალგაზრდული  ორგანიზაციის პატრიულ  კრებას ბორჯომში  1280 დელეგატი ესწრებოდა [ვიდეო]

"პატრიოტთა ალიანსმა" ადგლობრივი თვითმმართველობის  არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. პარტიის ლიდერებმა   ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან  პირველი შეხვედრა ბორჯომში  გამართეს.  ადგილზე შეკრებილებს  სიტყვით პარტიის თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა, გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა და  "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ლომიამ მიმართეს.  მათ  ყურადღება  პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობაზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში  განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოს  განვითარებას ახალგაზრდების ჩართულობა  სჭირდება. როგორც  პატრიოტების ლიდერებმა განაცხადეს, 2021 წლის არჩევნებზე მათი მაჟორიტარობის კანდიდატები ძირიდადად  ახალგაზრდები იქნებიან და  ისინი პარტიის პოლიტსაბჭოში ადგილებსაც დაიკავებენ.

 

"პატრიოტთა ალიანსის" სამხრეთ დასავლეთის რეგონების  ახალგაზრდული  ორგანიზაციის პატრიულ  კრებას   უპრეცედენტო  ახალგაზრდების რაოდენობა  ესწრებოდა.  ჯამში ადგილზე 1280 დელეგატი იყო, საიდანაც   აღმოსავლეთ საქართველოდან მხოლოდ 173 პირი იმყოფებოდა. 

"პატრიოტთა  ალიანსი" საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდული სტრუქტრების  ჩამოყალიბებას იწყებს და ახალგაზრდებისთვის  შესაბამისი სემინარები ჩატარდება.  ამ პროცესს არაერთი მიზანი ექნება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი  ახალგაზრდებში ეროვნული  ცნობიერების ამაღლება იქნება.

 

ბორჯომში სამხრეთ დასავლეთიდან ჩასული  ახალგაზრდები ამბობენ, რომ  მათი  მოსაზრებები "პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკის პირდაპირპროპორციულია. შესაბამისად, ისინი მხარს სწორედ ამ პარტიას უჭერენ და  თანატოლებს მოუწოდებენ, რომ  პარტიას შეურთდნენ.

დღის გადაცემები