თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად დაბინძურებული ადგილი დიდუბის რაიონია. 15 ჰექტარზე გაშენებული ე.წ ელიავას ბაზრობა 90 წლებიდან ფართოვდება. გასული საუკინიდან დღემდე მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ვერცერთმა ხელისუფლებამ სავაჭრო სივცრის ვერც ინფრასტრუქტურულად მოწყობა და ვერც ჰაერის დაბინძურების შემცირება ვერ შეძლო. დიდუბელების პრობლემას კარგად იცნობს "პატრიოტთა ალიანსის" დიდუბის მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატი. ირაკლი კობრავა პირველ რიგში ბაზრის ინფრასტრუქტურულ მოწესრიგებას გეგმავს. მას არსებული საკითხის რეალურად მოგავრების ხედვა აქვს.
სევრცე, რომელიც პრობლემას როგორც დასაქმებულს ასევე იქ მაცხოვრებელებს უქმინის, საშინლად ამახინჯებს რაიონის იარსახესაც. ადგილობრივებს მმართველი პარტიის პირობებში რაიმის შეცვლის იმედი უკვე დაკარგული აქვთ. მოსახლეობის, განმარტებით მტვრისა და ხმაურის გარდა უკვე ბაზრობამ ფაქტიურად კორპუსებიში გადმოინაცვლა. ადგილობრივებს ხელისუფლების დაპირებების აღარ სჯერათ და გამოსავალს ცვლილებაში ხედავენ.
"პატრიოტთა ალიანსის" დიდუბისა და დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბის რაიონის სხვა უნბნეშიც იმყოფებოდა. ირაკლი კობრავა რაიონის ერთ-ერთ გამოწვევად ამორტიზებულ შენობა-ნაგებობებს და მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას მიიჩნევს. მისი თქმით, დიდუბე ნაკლები გამწვანებითა და ჰაერის დაბინძურებით გამოირჩევა. "პატრიოტთა ალიანსი" გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.