2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად 30 დღე რჩება. "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.
თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატი სოსო პარწიკანაშვილი ამჯერად ალაზნისა და კავკასიონის გამზირების მცხოვრებლებს შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და "პატრიოტთა ალიანსის" გამარჯვების შემთხვევაში, მათ მოგვარებას დაჰპირდა. სოსო პარწიკანაშვილმა ადგილობრივებს 31 ოქტომბრის არჩევნებზე მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატი "პატრიოტთა ალიანსიდან" ელიზბარ პატურაშვილიც. მან ადგილობრივ მოსახლეობას პარტიის ხედვები გააცნო და, გამარჯვების შემთხვევაში, მათ მეტი სამუშაო ადგილის შექმნასა და სოციალური ვითარების გაუმჯობესებას დაჰპირდა.
მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტშიც. "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატი არტაშეს ჰაკობიანი, "პატრიოტების" ახალქალაქის შტაბის ხელმძღვანელ სამველ პეტროსიანთან ერთად, მოსახლეობას ამჯერად სოფლებში ალავერდსა და აზარავეთში შეხვდა. "პატრიოტების" წარმომადგენლებმა ადგილობრივებს პარტიის გეგმები და პროგრამა გააცნეს.