ამორტიზებული გზები და საცხოვრებელი სახლები, მოუწესრიგებელი სასმელი წყლის სისტემა და მძიმე ეკოლოგიური სურათი - ასეთია ამჟამად ნაძალადევში არსებულიბული მდგომარეობა. „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გელა ხუციშვილი რაიონის მოსახლეობას შეხვდა და პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნო. გელა ხუციშვილი ადგილობრივებს ჰპირდება, რომ მისი არჩევის პირობებში რაიონის პრობლემებს მოაგვარებს.
წინასაარჩევნოდ გააქტიურებული ხელისუფლების შეუსრულებელი დაპირებები დღეს დედაქალაქს მრავლად ეტყობა. საქართველოს მოსახლეობა წლეებია ღირსეულ და ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ ხელისუფლებას ელოდება. მმართველი პარტიისგან განსხვავებით მთავარი პრიორიტეტი ქვეყანა და ხალხია "პატრიოტთა ალიანსისთვის". გიორგი ლომია, რომელიც პარტიის თბილისის მერობის კანდიდატია, დედაქალაქში არსებულ გამოწვევებს კარგად იცნობს, მოსახლეობას ჰპირდება, რომ გამარჯვების შემთხვევაში, პრობლემები, რომლებიც ათწლეულებია არსებობს, საბოლოდ წარსულს ჩაბარდება.