24.11.2024 | 21:20
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატები მოსახლეობის პრობლემებს ეცნობიან [ვიდეო]

ერთი თვე არჩევნებამდე და პრობლემებში ჩაძირული დედაქალაქი. ეკოლოგიური კატასტროფის პირას მყოფ სამგორის რაიონში არაერთი პრობლემა დაგროვდა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "პატრიოტთა ალიანსიდან" გიორგი გაბათაშვილი დღეს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. დიდი ლილოს დასახლება, სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონია, ადგილობრივებისთვის განსაკუთრებულ დისკომფორტს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობამ მისი დახურვის მოთხოვნით, შესაბამის უწყებებს არაერტხელ მიმართა, პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია. გიორგი გაბათაშილის განმარტებით, სამგორის რაიონში პრობლემას მხოლოდ ეკოლოგია არ წარმოადგენს და ამ გამოწვევების ჩამონათვალიც საკმაოდ დიდია.


ეკოლოგიური გამოწვევების გარდა, უმუშევრობა, ტრანსპორტის შეზღუდული დროით გადაადგილება და მინიმალური ყოველტიური შემოსავალი - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც სამგორის რაიონის მცხოვრებლებს აწუხებთ. მოსახლეობა ღიად საუბრობს, რომ მმართველი გუნდი დაპირებების აღარ სჯერათ და გამოსავალი ხელისუფლების შეცვლაშია.


ამორტიზებული საცხოვრებელი სახლები და ნგრევის პირას მისული შენბობა-ნაგებობები- ისნის რაიონის მოსახლეობა წლეებია დახმარებას ითხოვს. დღეს ადგილობრივებს " პატრიოტთა ალიანსიის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისანში ნიკოლოზ კაჭკაჭური შეხვდა. მან, მოსახლეობას პარტიის მიერ შემუშავებული პროგრამები გააცნო. ყურადღება კი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე გაამახვილა. კანდიდატის თქმით, ისანში მაცხოვრებლების პრობლემები მისთვის კარგად არის ცნობილი ,მისივე განმარტებით , ოჯახების უმეტესობას თვიდან თვემდე თავის გატანა ძალიან უჭირთ.

თბილისის რაიონებში  არსებულ პრობლემებზე საუბრობს "პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატი გიორგი ლომია. მისი განმარტებით, პარტია წლეებია საქართველოს მოსახლეობის გაჭირვებაზე  ამახვილებს ყურადღებას და ამის შესახებ ხელისუფლებასაც არაერთხელ შეახსენა. კანდიდატის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, "პატრიოტთა ალიანსი"  პირობას არ დაარღვევს და კვლავ მოქალაქეების კედთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.

დღის გადაცემები