24.11.2024 | 21:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პატრიოტთა ერთიან ფრონტში მიაჩნიათ, რომ საქართველოსთვის ნეიტრალური სტატუსი საშიშროების თავიდან აცილების გზაა

მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი იცვლება, საქართველოს ხელისულფებაში კი გეოპოლიტიკურ პროცესებს უგულვებელჰყოფენ. მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ნეიტრალიტეტის საკითხს განიხლავენ, „ქართულ ოცნებაში“ უსაფრთხოების გარანტად კვლავ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მიაჩნიათ. სამხედრო კონფლიქტში ჩართულმა უკრაინამ, ნატოზე ფიქრი მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ალიანსში მიღებაზე მკაფიო უარი განუცხადეს და არც რუსეთისთვის დაკეტეს საფრენი სივრცე. დგას თუ არა საფრთხის წინაშე საქართველოც და რისკების შემცირების რა მექანიზმი არსებობს?! პატრიოტთა ერთიან ფრონტში მიაჩნიათ, რომ საქართველოსთვის ნეიტრალური სტატუსი საშიშროების თავიდან აცილების გზაა, რაზეც საუბარი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე უნდა დაიწყოს.

დღის გადაცემები