24.11.2024 | 21:13
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პატრიოტთა ერთიანი ფრონტი - სამხედრო მიუმხრობლობა ქვეყნის უსაფრთხოების და სიმშვიდის გარანტიაა [ვიდეო]

მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა ცხადჰყო, რომ მსოფლიო მართლწესრიგი იცვლება, საქართველოს წინაშე მდგარ რისკებს და საფრთხეებს კი ნეიტრალური სტატუსი მნიშვნელოვნად შეამცირებს. ამაზე ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომამდე საუბრობდნენ "პატრიოტთა ალიანსში". პარტიის წევრების განმარტებით, ქვეყანას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერპექტივა არ აქვს. შესაბამისად, საქართველომ თავდაცვისუნარიანობა უნდა გააძლიეროს და სამხედროდ მიუმხრობლობა აირჩიოს, რაც ქვეყანას მოსალოდნელი საფრთხეებს ააცილებს. "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი განმარტავს, რომ საკითხზე ხელისუფლების მიდგომა არაადეკვატურია, „ნაციონალურ მოძრაობას“კი საქართველოს ომში ჩათრევა სურს.

რუსეთ-უკრაინის ომმა ნათლად აჩვენა, რომ ჩრდილო ატლანიკური ალიანსი შეაიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას არ აპირებს - ამის  შესახებ ნატომ მკაფიო პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა. რაც ნიშნავს, რომ ალიანსი მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტი არ არის. პატრიოტთა ერთიანმა ფრონტმა,  საქართველოსთვის ნეიტრალური სტატუსის მინიჭების და მხარდაჭერის მოთხოვნით,  გაეროს  უშიშროების  საბჭოს  ღია წერილით მიმართა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

 

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, ქვეყნის ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოცხადებას - მხარს უჭერს. გამოკითხვა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ჩატარდა, 900 000 აუდიო ჩანაწერს აერთიანებდა, რაც გამოკითხვის შედეგების უტყუარობის მტკიცებულებაა. მოქალქეებს მიაჩნიათ, რომ სამხედრო მიუმხრობლობა ქვეყნის უსაფრთხოების და სიმშვიდის გარანტიაა.

დღის გადაცემები