დღის სიახლეები
"პატრიოტთა ერთიანი ფრონტი" საპროტესტო აქციებსა და სამუშაო შეხვედრებს აანონსებს [ვიდეო]
"პატრიოტთა ერთიანი ფრონტი" მოქმედების მეორე ეტაპზე გადადის. "პატრიოტთა ალიანსი" და მის ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები უახლოეს მომავალში საპროტესტო აქციებსა და სამუშაო შეხვედრებს აანონსებენ.
ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას მიესალმება საზოგადოება, მოსახლეობა აცხადებს, რომ ქვეყნის სათავეში ეროვნულ პატრიოტული ძალა უნდა მოვიდეს და „პარიოტთა ერთიანი ფრონტის“ შექმნა მათთვის ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის საწინდარია.
შეგახსენებთ, 20 იანვარს, "პატროტთა ალიანსის" ირგვლივ 40 პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია გაერთიანდა, ფრონტის მიზანია დაიძლიოს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც ქვეყანა 30 წელია ებრძვის და საქართველო გამოცხადდეს სამხედრო მიუმხრობელ ქვეყანად.
მსგავსი
დღის გადაცემები