24.11.2024 | 21:15
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პატრიოტულ-ეროვნულ ძალთა ერთიან ფრონტში 40 პარტია და საზოგადოებრივი ორგანიზაცია ერთიანდება [ვიდეო]
შეიქმნა პატრიოტულ-ეროვნულ ძალთა ერთიანი ფრონტი, რომელშიც 40 პარტია და საზოგადოებრივი ორგანიზაცია ერთიანდება. მათ შორის არიან ცნობილი პოლიტიკოსები, მსახიობები, მუსიკოსები, განათლების, მეცნიერების და სამხედრო სფეროს წარმომადგენლები. გაერთიანების შექმნის ინიციატორია "პატრიოტთა ალიანსი". პატრიოტულ-ეროვნულ ძალთა ფრონტის მიზანია ორპოლუსიანობის დასრულება, სამართლიანი არჩევნების მიღწევა და ხელისუფლებაში მოსვლა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური რეალობის შეცვლა და სამხედრო მიუმხრობლობის, იგივე ნეიტრალიტეტის გამოცხადება (საგარეო საფრთხეებისგან ქვეყნის დასაცავად).
საქართველოს პატრიოტთა ერთიანი ფრონტის დეკლარაცია:
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ პოლიტიკური ძალადობის , არჩევნების გაყალბებისა და ფარული გარიგებების გზით, საქართველოში ფაქტობრივად ჩამოყალიბდა ორხელისუფლებიანობა, რამაც ოპონენტებს დაუტოვა მხოლოდ ქუჩის პოლიტიკის არეალი.
ერთი მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მეორე მხრივ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაერთიანებული პარტიები არაფრად აგდებენ კანონს და პოლიტიკური პროცესი გადააქციეს იაფფასიან თეატრალიზებულ სანახაობად, რასაც თან ახლავს ფარული გარიგებები, ამერიკელი და ევროპელი ლობისტებისა და პოლიტიკოსების თანამონაწილეობით. ყოველივე ეს არა მხოლოდ შეურაცხყოფს ქართველ ხალხს, არამედ ქვეყანას უსპობს განვითარების ყოველგვარ პერსპექტივას.
ჩვენთვის სრულიად ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ 10 წელმა და „ქართული ოცნების“ 9 -წლიანმა მმართველობამ უაღრესად უარყოფითი გავლენა მოხადინა არაერთი თაობის ცნობიერებაზე. ახალგაზრდებში მიზანმიმართულად ამკვიდრებენ რწმენისადმი აგდებულ დამოკიდებულებას, სამშობლოსადმი გულგრილობას, ქართული ტრადიციებისა და ზნეობისადმი უპატივცემულობას. ქვეყანაში ჩამოყალიბდა პოლიტიკური განუკითხაობა, მწვავე ეკონომიკური კრიზისი და დიდი სოციალური უთანასწორობა. აქვე უნდა განვაცხადოთ, რომ მოსახლეობის 60% მეტი უკიდურეს სიღარიბეშია და მომავლის პერსპექტივა დაკარგა.
ამ დეკლარაციაზე ხელის მომწერნი, ვაერთიანებთ ჩვენს ადამიანურ, ორგანიზაციულ, საინფორმაციო, ფინანსურ, ფიზიკურ და ჩვენს ხელთ არსებულ სხვა რესურსებს, ვირჩევთ მიზანმიმართული და შეურიგებელი ბრძოლის გზას, რათა დავუბრუნოთ ქართველ ხალხს ღირსება, ხოლო ქართულ სახელმწიფოს- მომავლის პერსპექტივა.
ეს დეკლარაციას 40-ზე მეტი პოლიტიკური და საზოგადობრივი ორგანიზაცია შემოუერთდა. დეკლარაცია ღიაა ხელმოწერისათვის!
დღის გადაცემები