24.11.2024 | 22:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პენსილვანიასა და ჯორჯიაში დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის სხვაობა მცირდება

პენსილვანიასა და ჯორჯიაში დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის სხვაობა მცირდება. ჯორჯიის შტატში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს 3,5 ათასი ხმით  ჩამორჩება. არიზონას შტატში კი ტრამპმა დამატებით 42 000 ხმა მიიღო და მეტოქესთან სხვაობა შეამცირა. რამდენიმე ამერიკულმა ტელეკომპანიამ არიზონას შტატში ჯო ბაიდენის გამარჯვების შესახებ ინფორმაცია წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელეს. მოგვიანებით, ტრამპის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ მედიაკომპანიების ეს ნაბიჯი არასწორია და ტრამპი ხმების სრულად დათვლას ელოდება. ამავე შტატის რამდენიმე საარჩევნო ოლქში  ტრამპის მხარდამჭერთა აქციებიც გაიმართა, აქტივისტებმა, თითოეული ხმის დათვლა მოითხოვეს.

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დემოკრატები არჩევნების მოპარვას და გაყალბებას ცდილობენ. მისი თქმით, ბევრ შტატში დამკვირვებლებს საშუალებას არ აძლევენ, ხმების დათვლას მიადევნონ თვალი, რის გამოც მოსალოდნელია უამრავი სასამართლო პროცესი, ამასთან შესაძლოა, დავამ უზენაეს სასამართლოშიც გადაინაცვლოს. რაც შეეხება ჯო ბაიდენს, ის თავის მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ხმების დათვლის დასრულდების შემდეგ, გამარჯვებულად მას გამოაცხადებენ,

დღის გადაცემები