დღის სიახლეები
პენტაგონის გადაწყვეტილებით აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება [ვიდეო]
პენტაგონის გადაწყვეტილებით ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. აღნიშნული განკარგულება ძალაში 15 სექტემბრიდან შევა. „მოვიძიებ პრეზიდენტ ბაიდენის თანხმობას, რომ ვაქცინაცია 15 სექტემბრიდან სავალდებულო გახდეს“,- ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებაში. მისი თქმით, ის ასევე აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის პასუხს ელოდება, რათა ვაქცინები საბოლოოდ დაამტკიცოს, რაც სავარაუდოდ თვის ბოლომდე მოხდება. თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავდაცვის მდივნის ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.
მსგავსი