24.11.2024 | 19:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პენტაგონის წარმომადგენელი - ვერ ვხედავთ რაიმე ნიშანს, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს კრემლის ლიდერის მზადყოფნაზე, გამოიყენოს ბირთვული იარაღი ან ე.წ. „ბინძური ბომბი“ უკრაინის ტერიტორიაზე, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

"ჯერჯერობით, ჩვენ არ გვინახავს რაიმე ნიშანი, რომ რუსეთმა გადაწყვიტა ან აპირებს გამოიყენოს ბირთვული იარაღი ან "ბინძური ბომბი", - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

ამასთან, მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას.

"რუსეთს შედეგები როგორც ბირთვული იარაღის, ასევე "ბინძური ბომბის" გამოყენების შემთხვევაში ექნება", - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

დღის გადაცემები