დღის სიახლეები
პენტაგონმა დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას დამატებით 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ბრიფინგზე პენტაგონის სპიკერის მოადგილემ საბრინა სინგმა განაცხადა.
მისი თქმით, ახალ პაკეტში შედის საბრძოლო მასალა HIMARS-ის სისტემებისთვის, ზუსტი მართვადი საარტილერიო ჭურვები, დისტანციური სამთო სისტემები, HMMWV ჯავშანტექნიკა და მცირე იარაღის ვაზნები.
ასევე დახმარების პაკეტში იქნება Starlink-ის სამხედრო თანამგზავრული კომუნიკაციები.
მსგავსი
დღის გადაცემები