პენტაგონმა უკრაინისთვის 2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის საჰაერო თავდაცვის და უკრაინელი ჯარისკაცების გაძლიერებას.
რას მოიცავს აშშ-ს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი
✔️ დამატებითი საბრძოლო მასალა მაღალმოძრავი საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS)
✔️ დამატებითი საარტილერიო ჭურვები
✔️ საბრძოლო მასალა ლაზერით მართვადი სარაკეტო სისტემებისთვის
✔️ უპილოტო საჰაერო სისტემა CyberLux K8
✔️ ATGM Switchblade 600
✔️ ATGM Altius-600 UAS
✔️ UAV Jump 20
✔️ განაღმვის საშუალებები
✔️ უსაფრთხო საკომუნიკაციო მოწყობილობა
The New York Times-ის ცნობით, წინა დახმარებისგან განსხვავებით, ეს იარაღი და საბრძოლო მასალა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის საწყობებიდან არ იქნება მიწოდებული. ვაშინგტონმა ის მწარმოებლებისგან შეიძინა.