რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლეთთან დიალოგი შეიძლება გახდეს სახელმძღვანელო და გამაძლიერებელი ინსტრუმენტი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების საკითხზე, ვინაიდან კიევის პოზიცია არაპროგნოზირებადია. ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"კიევთან კომუნიკაციის წინა გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დასავლეთთან საუბრის გარეშე კიევის პოზიცია ძალიან ცვალებადი და არაპროგნოზირებადია. ამიტომ, დასავლეთთან კომუნიკაცია შეიძლება იყოს ერთგვარი ინსტრუმენტი. დირექტივები, რომელიც დასავლეთიდან მოდის, კიევი სკრუპულოზურად ახორციელებს", - აცხადებს პესკოვი.
პესკოვის განცხადებამდე კი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს შეერთებული შტატებთან არაფერი აქვს განსახილველი, რადგან ორ ქვეყანას რადიკალურად საპირისპირო პოზიციები აქვს.