24.11.2024 | 19:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პესკოვი: "უკრაინაში ნატოს მეტ იარაღს ხალხისთვის კიდევ უფრო მეტი ტანჯვა მოაქვს"

კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი უკრაინისთვის ამერიკული და გერმანული ტანკების შესაძლო გადაცემის შესახებ გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, ნატოს მხრიდან მიღებული დახმარება უკრაინას კიდევ უფრო მეტ ტანჯვას მოუტანს.  

"სამწუხაროდ, უკრაინაში ნატოს მეტ იარაღს ხალხისთვის კიდევ უფრო მეტი ტანჯვა მოაქვს. მას ასევე მოაქვს მეტი დაძაბულობა კონტინენტზე, მაგრამ რუსეთს თავისი მიზნების მიღწევაში ეს ხელს ვერ შეუშლის", - განაცხადა პესკოვმა. 

ცნობისთვის, გერმანიის პარლამენტი დღეს უკრაინაში "ლეოპარდის" ტიპის ტანკების გაგზავნის შესახებ იმსჯელებს. 

გარდა ამისა, ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში ამერიკული წარმოების "აბრამსის" ტიპის დაახლოებით 30 ტანკის გაგზავნას გეგმავს.

დღის გადაცემები