24.11.2024 | 19:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პესკოვი: "უკრაინისთვის იარაღის მიწოდება კონფლიქტის კიდევ უფრო დიდ ესკალაციას გამოიწვევს"

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის დამატებით იარაღის გადაცემას კონფლიქტის ესკალაცია მოჰყვება. 

მისივე თქმით, უკრაინისთვის იარაღის გადაცემით ნატო კონფლიქტში პირდაპირ ჩართული მხარე ხდება, თუმცა ეს ომის მიმდინარეობას ვერ შეცვლის. 

"უკრაინა ითხოვს უფრო და უფრო მეტ იარაღს. დასავლეთი აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს და ადასტურებს მზადყოფნას, რომ კიევს ასეთი იარაღი მიაწოდოს. ჩიხური ვითარებაა, რაც მნიშვნელოვან ესკალაციასა და კონფლიქტში ნატოს ქვეყნების უფრო და უფრო ჩართულობას იწვევს, მაგრამ მას [დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს] არ აქვს პოტენციალი იმისა, რომ მოვლენების მიმდინარეობა შეცვალოს", - განაცხადა პესკოვმა. 

პესკოვის კომენტარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი მელნიკის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც გერმანიას კიევისთვის წყალქვეშა ნავის გაგზავნა სთხოვა. 

დღის გადაცემები