24.11.2024 | 21:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პეტრე მამარაძე: "სააკაშვილი-ალასანიას დროს, საქართველო სრულიად ლეგალურად ყიდულობდა იარაღს და შემდეგ ეს იარაღი რატომღაც ჩნდებოდა სადმე აფრიკაში, სირიაში და ა.შ"

ალასანია გაეროში მუშაობდა, როგორც რუსეთის მოქალაქე, რუსული კვოტით და იყო სამხედრო შესყიდვების დეპარტამენტში მეორე პირი, წლების განმავლობაში. მას შესაბამისი კონტაქტები, რა თქმა უნდა ჰქონდა იმიტომ, რომ ეს დიდად ხელს უწყობდა მას. სხვა საქმეა, რომ ბევრს ჰყვებოდნენ, მასზე უცხოეთში ბევრი პუბლიკაციაა, მაგრამ მე არ გამიგია, რომ მასზე ვინმემ საქმე აღძრა. ესეც ნიშანდობლივია. მაშინ უცხოურ გამოცემებში საქართველოს პირდაპირ უწოდებდნენ იარაღის უკანონო ვაჭრობის რეგიონულ ჰაბს, - ამის შესახებ "მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ განაცხადა.

"სააკაშვილი-ალასანიას დროს, საქართველო სრულიად ლეგალურად ყიდულობდა იარაღს და შემდეგ ეს იარაღი რატომღაც ჩნდებოდა სადმე აფრიკაში, სირიაში და ა.შ. ვოქტორ ბუტის უკან ხომ რუსული ძალოვანები იდგნენ ეს ხომ ყველამ იცის", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.

დღის გადაცემები