25.11.2024 | 01:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პეტრე ცაავას და მისი მხარდამჭერების პროვოკაცია [ვიდეო]

პეტრე ცაავა და მისი მხარდამჭერები დღეს ყოველგვარ ზღვარს გასცდნენ. ის რაც საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა არც სამართლებრივ და არც კანონიკურ ჩარჩოებში არ ჯდება.  ჭყონდიდის ეპარქიას ჩამოშორებული ეპისკოპოსი, განვკეთის პირას მყოფ მამა ანდრია სარიასთან და დაჯგუფების 30-მდე წევრთან ერთად მეგაფონით ხელში პატრიარქს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა. განსაკუთრებული აგრესიულობით გამორჩეულმა ე.წ მრევლმა ილია მეორესთან ერთად არც "ობიექტივის" გადამღები ჯგუფი დაინდო.

 

ეკლესიის მტრების მიერ ორგანიზებულ აქციაზე დღეს ჭყონდიდის ეპარქიის ის სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც მეუფე სტეფანეს დაუმორჩილებლობას უცხადებენ.  პეტრე ცაავას ხელდასმული და განსაკვეთად გამზადებული  მღვდელ-მონაზვნები ეპარქიის ყოფილ მმართველს მხარდაჭერას უცხადებენ და მართმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელს უპირისპირდებიან.  

 

მიუხედავად იმისა, რომ საეკლესიო კანონიკურ სამართალში პეტრე ცაავაც და მისი მხარდამჭერი რამდენიმე თეოლოგიც კარგად ერკვევიან ეკლესიის შიგნით არსებული პრობლემების შესახებ შესაბამისი სარჩელის მომზადების ნაცვლად მათ პროტესტის გამოხატვის პოლიტიკური ფორმები არჩიეს. ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დადასტურეს, რომ ჭყონდიდელყოფილის  განცხადებები დაუსაბუთებელია და ცილისმწამებლურია.  დღესვე პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ საპტორესტო აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება და ის ყოველ ხუთშაბათს გაიმართება.

დღის გადაცემები