2021 წლის სინოდის პირველ სხდომაზე სხვადასხვა თემაზე მსჯელობის პარალელურად ირკვევა, რომ მაღალი რანგის სასულიერო პირებმა პეტრე ცაავას საკითხიც განიხილეს. 2019 წელს ცილისმწამებლური განცხადებების გამო დასჯილი ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის ბოლო დროის ქმედებებზე სამსჯელოდ საპატრიარქოში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელსაც ჩვენი ინფორმაციით კათოლიკოს-პატრიარქი უხელმძღვანელებს. სინოდის წევრები ამბობენ, რომ პეტრე ცაავამ განაჩენი საკუთარ თავს თავადვე გამოუტანა.
პატრიარქის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებები მიუღებელი აღმოჩნდა საზოგადოების ცნობილი პირებისთვის. მარიკა კვალიაშვილის ცხოვრებაში პატრიარქს გამორჩეული ადგილი უჭირავს. კომპოზიტორმა შვილის გარდაცვალების შემდეგ ყველაზე დიდი ნუგეში სწორედ უწმინდესისგან მიიღო.
მარიკა კვალიაშილის მსგავსად ტარიელ ხარხელაურის მიმავალი გზა პატრიარქთან სწორედ შვილის გარდაცვალებას უკავშრდება. პოეტი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სიღმეზე და ნიჭიერებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის რაც ილია მეორის მიმართ ხდება ნიშანია იმის, რომ ჩვენს რეალობაშ რაღაც არასწორად ხდება და ამაზე დაფიქრება გვმართებს.
მადლიერებაზე და პასუხისმგებლობაზე კათოლიკოს პატრიარქი საკუთარ ქადაგებებში ხშირად საუბრობს, თუმცა შეგონებებს ხშირად სასულიერო და საერო პირების გარკვეული ნაწილი როგორც ჩანს სულ სხვაგვარად აღიქვამს.
აფსურდული და ნეობოლშევიკური განცხადებები - ასე აფასებს პეტრე ცაავას ბრალდებებს ბასა ფოცხიშვილი. რეჟისორი მიიჩნევს, რომ საჯარო გამოსვლების დროს მნიშვნელოვანია ადამიანებმა ყველა რელიგიის წარმომადგენლებს პატივი სცენ. მიაჩნია, რომ უწმინდესის მისამართით ნასროლი ტალახი მის ღირსებას ვერაფერს დააკლებს.
პატრიარქის მიმართ ბრალდებებს საკუთარ და ერის შეურაცყოფად მიიჩნევს ნატო მეტონიძე. მომღერალი საქართველოს ისტორიაში ილია მეორის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და სჯერა, რომ ამას დრო კიდევ უფრი კარგად გამოაჩენს.
რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი იხსენებს რამდენად რთულ პერიოდში დაიწყო ილია მეორემ მოპღვაწეობა და რა ეტაპები განვლო ერის სულიერმა მამამ დღემდე მოსასვლელად. რეჟისორი იხსენებს საეკლესიო განათლების მიმართ უწმინდესის ზრუნვას. უამრავ სასულიერო პირებს შორის უღირსების არსებობა არ უკვირს მერაბ კოკოჩაშვილს. რეჟისორს მიაჩნია, რომ ქვეყანაში კულტურისა და განათლების ნაკლებობის შედეგია ის რაც დღეს ხდება.
ნინო სუხიშვილი საქართველოს პატრიარქს ქვეყნის ჯილდოდ მიიჩნევს. მიაჩნია, რომ ილია მეორე საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. სუხიშვილების ანსამბლის ხელმძღვანელისთვის გაუგებარია რას ემსახურება პატრიარქის მიმართ მიზანმიმართული ცილისმწამებლური შეტევები.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში საქართველოს პატრიარქი განსაკუთრებული ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობს, როგორც ჩანს კეთილისა და ბოროტის ბრძლა ჯერ კიდევ გრძელდება. სიკეთე- ბოროტებაზე და სიცრუე-სიმართლეზე ბოლოს მაინც იმარჯვებს. რასაც საქართველოს ისტორიაში არაერთი მაგალითი ადასტურებს. გზა რომელიც პატრიარქმა მისი აღსაყდრებიდან განვლო, მართლაც რომ მზიანი ღამე აღმოჩნდა.