საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული მამაკაცი და 1986 წელს დაბადებული პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს. მათი ცნობით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 11 ივნისს, თბილისში, დიღმის მასივში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთმანეთს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენეს. ორივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დღის სიახლეები
პირები, რომლებმაც დიღმის მასივში ერთმანეთი დაჭრეს, პოლიციამ დააკავა
მსგავსი
დღის გადაცემები