დღის სიახლეები
"პირველი, ვინც გამახსენდა, იყო ლავრენტი ბერია, რომელმაც უთხრა სტალინს – "შენ კაცი მაჩვენე, მე გაჩვენებ დანაშაულს" – ჯონ ბოლტონი ტრამპის საქმესთან დაკავშირებით
"პირველი, ვინც გამახსენდა, იყო ლავრენტი ბერია, საბჭოთა "კაგებეს" ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც უთხრა სტალინს – "შენ კაცი მაჩვენე, მე გაჩვენებ დანაშაულს", – განაცხადა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა აშშ-ის ექსპრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით.
"მე, როგორც ადამიანმა, რომელსაც არ სურს, რომ ტრამპი რესპუბლიკელების კანდიდატი იყოს, უნდა ვთქვა, რომ ეს ჯდება ტრამპის ნარატივში. ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კითხვაზე – ვინ იყო ტრამპის ყველაზე დიდი პოლიტიკური მხარდამჭერი? – პასუხი შეიძლება იყოს ალვინ ბრაგი [ტრამპის საქმის პროკურორი]", – განაცხადა ბოლტონმა.
მსგავსი
დღის გადაცემები