პირველი ოქროს მედლები ალბანეთიდან - კახი ასანიძე - U23 ევროპის ჩემპიონია. ასანიძემ ქართველ ძალოსანთა ყულაბა 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედლით შეავსო.
ალბანეთში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე U23 ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ფიცარნაგზე 73 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ორი წევრი - კახი ასანიძე და არჩილ მალაყმაძე ასპარეზობდნენ.
კახი ასანიძემ მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება შეასრულა, სამივე ცდა 141/144/146 კგ. წარმატებით გამოიყენა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. კახის სულ რაღაც 1 კილოგრამი დააკლდა ოქროს მედლამდე.
ასანიძემ აკვრაში შესანიშნავად იასპარეზა, 171/176 დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 322 კილოგრამითაც.
არჩილ მალაყმაძემ კი ატაცში თავი 135 კილოგრამს გაართვა , რის შემდეგაც ტრავმის გამო შეჯიბრიდან მოიხსნა. საბოლოოდ ძალოსანმა ევროპის ჩეპიონატი ატაცის მე-6 ადგილით დაასრულა.