დღის სიახლეები
პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში დაიწყებენ [ვიდეო]
პირველკლასელები სწავლას 15 სექტემბრის ნაცვლად, 4 ოქტომბერს, საკლასო ოთახებში დაიწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს შეეხება, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყებისთვის 4 პროცენტზე დაბალი იქნება. შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, 15 სექტემბერს სწავლას, დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მსგავსი
დღის გადაცემები