24.11.2024 | 19:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პიტერ სიიარტო: "ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების აკრძალვა მართებული გადაწყვეტილება არ იქნება"

პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა იმართება. დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში ომი და ევროკავშირის სამოქმედო გეგმაა. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, მინისტრები იმსჯელებენ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებაზე. ამ თემასთან დაკავშირებით, წევრ სახელმწიფოებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. საფრანგეთი, გერმანია და უნგრეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას ეწინააღმდეგებიან. აკრძალვის მომხრეები არიან სლოვაკეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. პრაღაში მიმდინარე არაფორმალურ შეხვედრაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილიც მონაწილეობს.

"ჩვენ გვსურს მშვიდობა და იმედი მაქვს ამ შეხვედრის ფარგლებში ორიენტირი იქნება სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფა და არა ომის ესკალაცია. ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით, ვფიქრობ ვიზებზე აკრძალვა არ იქნება მართებული გადაწყვეტილება", - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.

დღის გადაცემები