24.11.2024 | 23:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პოლიტიკური დივერსია კანონპროექტის სახით [ვიდეო]

 „გირჩის“ მიერ ამნისტიის შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტი 7 ნოემბრის და 26 მაისის აქციათა დარბევის ორგანიზებისთვის  ბრალდებულთა პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

სასტიკი დარბევის საქმეზე მსჯავრდებული დათა ახალაია და კუდის სხვა მაღალჩნოსნები, ვანო მერაბიშილი და შსს-ს თანამდებობის პირები არიან, გირჩი კი მათ პატიებას ითხოვს, თანაც ამის დაკანონება სურს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე პარლამენტში შეიტანეს. ქართული ოცნება კოჰაბიტაციაში ისე გაერთო, რომ როლიდან ვეღარ გამოდის და მის საშინაო დავალებასაც გირჩი წარმატებით ასრულებს. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ თაროზე შემოდებული 26 მაისის საქმე სრულყოფილად გამოიძიოს, ახლა დამნაშავეთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საქმეს განიხილავს.

„გირჩის“ ინიციატივას აქციების დროს დაზარალებულები აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" რეაბილიტაციის მცდელობაა.

შეგახსენებთ, რომ ამ აქციების დარბევისას სააკაშვილის რეჟიმის კისერზე 2 გარდაცვლილი,  800-მდე დაკავებული და 250 დასახიჩრებული პირია.

 

დღის გადაცემები