დღის სიახლეები
პოლიციამ რეგულაციების დარღვევისთვის დღე-ღამეში 88 პირი დააჯარიმა [ვიდეო]
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული რეგულაციების დარღვევის 729 ფაქტი გამოვლინეს. პოლიციამ 88 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 641 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
მსგავსი
დღის გადაცემები