27.11.2024 | 12:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პოლიციამ წალენჯიხის მერი ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის დააჯარიმა

წუხელ გვიან ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა კუთვნილ ავტომობილს, საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა. როგორც ცნობილია. ნასვამი წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი, ზუგდიდის სოფელ ცაიშის მონაკვეთთან დარღვევით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ის სამართალდამცავებმა გააჩერეს.

პოლიციამ ხარჩილავა ალკოტესტზე შეამოწმა და მას სიმთვრალე დაუდასტურდა. თავად ხარჩილავამ მომხდარს გაუგებრობა უწოდა და განაცხადა, რომ ის თბილისში მიდიოდა, თუმცა სამართალდამცავებმა გაურკვეველი მიზეზით გააჩერეს.

წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი კუთვნილ ძვირადღირებულ ავტომობილში, რომელიც მან რამდენიმე კვირის წინ საკმაოდ სოლიდურ თანხად შეიძინა მარტო იმყოფებოდა.

დღის გადაცემები