დღის სიახლეები
პოლონეთის განათლების მინისტრი: "ჩვენზეა დამოკიდებული, გადავცემთ თუ არა ჩვენს ქრისტიანულ მემკვიდრეობას მომავალ თაობებს - პოლონეთი ან იქნება ქრისტიანული, ან არ იარსებებს"
პოლონეთის განათლების მინისტრმა, პშემისლავ ჩარნეკმა განაცხადა, რომ პოლონეთი ქრისტიანული ქვეყანა უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის საერთოდ არ იარსებებს.
"ჩვენზეა დამოკიდებული, გადავცემთ თუ არა ჩვენს ქრისტიანულ მემკვიდრეობას მომავალ თაობებს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი მოვალეობა. ჩვენ ვართ მთელი ჩვენი ქრისტიანული მემკვიდრეობის ჯამი. პოლონეთი ან იქნება ქრისტიანული, ან არ იარსებებს", - აღნიშნა პოლონეთის განათლების მინისტრმა.
პშემისლავ ჩარნეკის თქმით, ადამიანის გაგება ქრისტეს გარეშე შეუძლებელია და ადამიანს არ შეუძლია საკუთარი თავის გაგება ქრისტეს გარეშე.
"ისინი, ვინც დღეს არა მხოლოდ უარყოფენ ქრისტიანულ ღირებულებებს, არამედ ებრძვიან მათ, ცდილობენ ძალით გადააგდონ პოლონელობის გააზრების გასაღები", - აღნიშნა მან.
მსგავსი
დღის გადაცემები