24.11.2024 | 22:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პოლონეთის პარლამენტმა მედიის რეფორმის შესახებ  კანონპროექტი დაამტკიცა [ვიდეო]

პოლონეთის პარლამენტმა მედიის რეფორმის შესახებ სადავო კანონპროექტი დაამტკიცა. პოლონეთის ოპოზიციურმა ძალებმა ახალ კანონპროექტს   პრესის თავისუფლებაზე თავდასხმა უწოდეს. მათი განცხადებით, კანონპროექტის მთავარი სამიზნე - უმსხვილესი კერძო ამერიკული ტელეკომპანია „ტივიენია“, რომლიც ანჯეი დუდას ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებს. დამტკიცებული კანონპროექტი საშუალებას იძლევა, განმტკიცდეს შეზღუდვები ევროპის ეკონომიკური სივრცის მიღმა არსებულ კომპანიებზე, რომლებიც პოლონურ მაუწყებლებს აკონტროლებენ. კანონპროექტს 228-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 216 წინააღმდეგი წავიდა. ახლა დოკუმენტი სენატმა უნდა განიხილოს.

დღის გადაცემები