პოლონეთის პოლიციის მთავარ სამმართველოში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური გამოცემა RMF 24-ი პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პოლიციის მთავარ სამმართველოში "უკრაინიდან საჩუქარი" აფეთქდა, რის შედეგადაც პოლონეთის პოლიციის მთავარი კომენდანტი, იაროსლავ შიმჩიკი ჰოსპიტალიზებულ იქნა.
აფეთქება გუშინ მოხდა, თუმცა ინციდენტის შესახებ ოფიციალური განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გააკეთა.
აფეთქების შედეგად პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის პირველი სართული ერთ-ერთ ოთახში ჭერი ჩამოინგრა. დაზიანებები ასევე მეორე სართულზეც იყო, სადაც შიმჩიკის კაბინეტი მდებარეობს.
"აფეთქდა ერთ-ერთი საჩუქარი, რომელიც კომენდანტმა უკრაინაში სამუშაო ვიზიტის დრო მიიღო… საჩუქარი უკრაინული სპეცსამსახურების ერთ-ერთი ხელმძღვანელის მიერ იყო გაკეთებული", - განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში.
განცხადებაში არაა დაკონკრეტებული რა საჩუქარზეა საუბარი, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით ეს ყუმბარმტყორცნი იყო.
პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაადასტურა არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფეთქების შედეგად გენერალ შიმჩიკი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
მან მსუბუქი ჭრილობები მიიღო და შემოწმებას გადის. პოლიციის სამმართველოს სამოქალაქო თანამშრომელმაც მიიღო მსუბუქი ჭრილობები, იგი არაა ჰოსპიტალიზებული.