დღის სიახლეები
პოლონეთის პრემიერი: "უკრაინის ომის გამო პოლონეთმა უნგრეთთან თანამშრომლობა შეწყვიტა"
უკრაინის ომის გამო პოლონეთმა უნგრეთთან თანამშრომლობა შეწყვიტა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.
„ვიშეგრადის ჯგუფში ჩვენ გვქონდა ძალიან ძლიერი თანამშრომლობა, ახლა ეს თანამშრომლობა გაცილებით სუსტია. უნგრეთთან მუშაობის ნაცვლად, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რუმინეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან“, - აღნიშნა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.
აღსანიშნავია, რომ ვიშეგრადის ჯგუფში შედიან უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი. ყველა ზემოაღნიშნული ქვეყნიდან მხოლოდ უნგრეთს აქვს ორაზროვანი პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით და აგრძელებს თანამშრომლობას მოსკოვთან.
მსგავსი
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
22.11.2022 / 14:15
თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, ისრაელი უკრაინას იარაღით დაეხმარება
17.11.2022 / 14:25
იენს სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება"
დღის გადაცემები