დღის სიახლეები
პოლონეთში აბორტის აკრძალვას აპროტესტებენ [ვიდეო]
„თავისუფალი არჩევანი ტერორის წინააღმდეგ“ ამ ლოზუნგით პოლონეთის ქალაქებში ათასობით ადამიანი საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. ისინი ქვეყანაში აბორტის აკრძალვას აპროტესტებენ. პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ამიერიდან ორსულობის შეწყვეტა იმ შემთხვევაშიც იკრძალება, თუკი ნაყოფს განვითარების პათოლოგიები აქვს. ერთადერთი მიზეზი რა დროსაც აბორტის გაკეთება დაშვებული იქნება ქალის ჯანმრთელობისთვის საფრთხე ან გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობაა.
მსგავსი
დღის გადაცემები