24.11.2024 | 20:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პოლონური მედია: "დასავლეთ ევროპის ზოგიერთი სახელმწიფო ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს ბლოკავს"

დასავლეთ ევროპის ზოგიერთი სახელმწიფო ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს ბლოკავს. კერძოდ, მათ სურთ ბელარუსულ კალიუმზე ადრე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა. ინფორმაციას პოლონეთის პრესის სააგენტო (PAP) ავრცელებს.

იანვრის დასაწყისში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა, მაგრამ მას შემდეგ ამ მიმართულებით პროგრესი არ დაფიქსირებულა.

პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები არ ეთანხმებიან შეზღუდვების არანაირ შემსუბუქებას. ოფიციალური ვარშავა ასევე ითხოვს ბელარუსისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაუყონებლივ სინქრონიზაციას.

"შვედები პრაქტიკულად არაფერს აკეთებენ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულნი ვიყავით ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მიმართ ამბიციების ნაკლებობით. ჩვენ გვსურს ახალი სანქციები, მაგრამ არა ადრე მიღებული სანქციების მოხსნის ფასად", – განაცხადა პოლონეთის ელჩმა ევროკავშირში ანდჟეი სადოსმა.

ბელარუსული კალიუმის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას ასაბუთებენ უკრაინის ომის კონტექსტში სასურსათო უსაფრთხოების პრობლემით, მაგრამ ყველა არ ეთანხმება ამ არგუმენტს.

დღის გადაცემები