24.11.2024 | 19:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პოლონური მედია: "პოლონეთი რუსეთიდან ევროკავშირში გათხევადებული ნახშირწყალბადის გაზის უმსხვილესი იმპორტიორია"

პოლონეთი რუსეთიდან ევროკავშირში გათხევადებული ნახშირწყალბადის გაზის უმსხვილეს იმპორტიორად რჩება და შესყიდვების მოცულობას ზრდის. ამის შესახებ წამყვანი პოლონური გაზეთი Rzeczpospolita წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შარშან პოლონეთმა რუსეთისგან €710,3 მილიონი ღირებულების გაზი შეიძინა. ევროკავშირის სხვა წევრებმა კი ერთად ამ მიზნისთვის მხოლოდ €417 მილიონი დახარჯეს.

ქვეყანაში რუსული გაზის ჩანაცვლებაზე მსჯელობენ, თუმცა ლოგისტიკის თვალსაზრისით ეს ძვირადღირებული საკითხია, რადგან შესაბამისი ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი ქვეყნის აღმოსავლეთით არის განლაგებული.

დღის გადაცემები