დღის სიახლეები
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: "პრეზიდენტი "ელჩების კონფერენციას" არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებას - "ელჩების კონფერენცია 2022"-ს.
"პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ "ელჩების კონფერენციას" არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევა", -აღნიშნეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ცნობისთვის, "ელჩების კონფერენციაზე" სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
მსგავსი
დღის გადაცემები