25.11.2024 | 00:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით სკეპტიკური შეფასებები მოჰყვა [ვიდეო]

პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ მთავრობამ 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია - სკეპტიკური შეფასებები მოჰყვა საკანონმდებლო ორგანში. საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ პრემიერის განცხადება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან შეუსაბამოა, რადგან წლიურმა ინფლაციამ 14%-ს მიაღწია. ოპოზიციის განმარტებით, ეკონომიკური ზრდის მთავრობისეული შეფასებები არასერიოზულია, რადგან ქვეყანაში არსებული კრიზისი პირველ რიგში მოსახლეობის ყოფაზე აისახება.

დღის გადაცემები