დღის სიახლეები
პრემიერი მოსამართლეების დასანქცირებაზე: "ვფიქრობ, სიმართლე გაირკვევა. გვექნება საუბარი ჩვენს პარტნიორებთან და არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება. მე ამის მჯერა"
გეტყვით, რომ არა თუ მე, არამედ ჩვენი ქვეყნის არცერთ მოქალაქეს არ უნახავს არცერთი მტკიცებულება, რომელიც თან ახლდა ამ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა. კომენტარი პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"ჩვენთვის დიდი კითხვის ნიშნებს აჩენს ეს გადაწყვეტილება. სამწუხარო და გაუგებარია. ამის თაობაზე ალბათ გაეცანით საგარეო საქმეთა მინისტრის წერილს, რომლითაც მან თავის კოლეგას მიმართა. ვფიქრობ, სიმართლე გაირკვევა. გვექნება საუბარი ჩვენს პარტნიორებთან და არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება. მე ამის მჯერა", - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი
დღის გადაცემები