24.11.2024 | 23:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პრობლემები სასამართლო სისტემაში - ევროკავშირის საბჭოს გზავნილი [ვიდეო]

საქართველოში პოლიტიზირებული მართლმსაჯულების სისტემა  და კლანური მართველობა, რომ უნდა დასრულდეს  ამჯერად ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ახალი დოკუმენტითაც დაადასტურა. შარლ მიშელი "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას  შეთანხმების მიღწევის შემდეგ, სასამართლო სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებებზე მუშაობას ავალდებულებს. დოკუმენტში კონკრეტულად წერია, რომ მხარეებმა ერთობლივად უნდა მოამზადონ კანონპროექტი, რომელიც სააპელაციო და უზენაეს სასამართლოს მოსამაართლეების ხელახალ არჩევას გულისხმობს. გარდა ამისა ძირეულად უნდა შეიცვალოს იუსტიციის სამინისტროს სისტემა და გენერალური პროკურორის არჩევის წესი.  იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი თვლის, რომ  დოკუმენტში ასახული პუნქტები  კლანური  მართვეოლობის ძალას შეასუსტებს,ანა დოლიძის განცხადებით,  სანამ  ხელისუფლების სათვეში "ქართული ოცნება" დარჩება მართლმსაჯულების  მანკიერი სისტემა  მაინც იარსებებს.


დღის გადაცემები