25.11.2024 | 01:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პროექტის "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსი "სუფთა რეგიონი 2022" გამოცხადდა

"საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს" ინიციატივითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ფარგლებში, კონკურსი "სუფთა რეგიონი 2022" უკვე მეშვიდედ გამოცხადდა.

"სუფთა რეგიონი" არის უმნიშვნელოვანესი კონკურსი, რომელსაც მეშვიდე წელია ვატარებთ. კონკურსში სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება; მონაწილეობს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორი. ვფიქრობ, 2022 წლის შედეგები ძალიან პოზიტიური იქნება, რომელიც წაადგება ჩვენს გარემოს. კონკურსი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, სტიქიური ნაგავსაყრელების შემცირებას და, რაც მთავარია, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას უწყობს ხელს", – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც ორგანიზაციის "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო" თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ აღნიშნა, კონკურსის მიზანია, ნარჩენების რაოდენობისა და გარემოს დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანის ხელშეწყობა, რაც ევროპულ სტანდარტებთან გვაახლოებს. კონკურსის „სუფთა რეგიონი 2022“ ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე "სუფთა რეგიონი", "სუფთა მუნიციპალიტეტი", "სუფთა ქალაქი/დაბა", "სუფთა სოფელი/თემი', "სუფთა/ლამაზი ქუჩა", "სუფთა/ლამაზი ეზო", "სუფთა ლამაზი საწარმოს/დაწესებულების ეზო", "ლამაზი აივანი" და "სუფთა ლურჯი ნაკადული" გამოვლინდება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები უნდა გადმოაგზავნონ შემდეგ მისამართზე info@greens.ge

დღის გადაცემები