24.11.2024 | 23:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პროვოკაცია დავით გარეჯის ლავრაში [ვიდეო]

პროვოკაცია დავით გარეჯის ლავრაში. სამონასტრო კომპლექსს დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი ტელეკომპანია "მთავართან" ერთად ეწვია. ვიზიტმა მომლოცველების გაღიზიანება გამოიწვია და მძიმე დანაშაულში ბრალდებულს ღიად დაუპირისპირდნენ.

შეგახსენებთ, რომ  მრევლი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, 6 000 გარეჯელი მოწამის ხსენების დღის აღსანიშნად მივიდა. სწორდ ამ უდიდესი დღესასწაულზე ივერი მელაშვილის გამოჩენა მათ პროვოკაციად აღიქვეს.

"ობიექტივი" არქიმანდრიტ ილარიონს დაუკავშირდა. მისი თქმით, მონასტერში საქმის კურსში არ იყვნენ, რომ მელაშვილი ჩასვლას აპირებდა და მრევლი ტაძარში არა ბრალდებულის დასახვედრად, არამედ  სალოცავად მივიდა.

დღის გადაცემები