დღის სიახლეები
პროკურატურამ, კახა საბანაძისა და კიდევ რამდენიმე პირის შესაძლო მიყურადება-თვალთვალის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო [ვიდეო]
გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძისა და კიდევ რამდენიმე პირის შესაძლო მიყურადება-თვალთვალის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2021 წლის 22 მარტს გამოძიება, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე დაიწყო. პროკურატურის განმარტებით, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებითაა დაწყებული.
მსგავსი
დღის გადაცემები