24.11.2024 | 23:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პროტესტის გასაჩერებლად გახანგრძლივებული კომენდანტის საათი [ვიდეო]

საქართველოში, ბოლო პერიოდში,  მიზანმიმართული ანტიეკლესიური პროპაგანდა, განსაკუთრებით გაძლიერდა. ასეთი მოქმედება არა მარტო ეკლესიის, არამედ ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოცაა. სოციალურ ქსელსა და მედია-სივრცეში გავრცელებული უკიდურესად ცილისმწამებლური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ბრალდებები, მოქალაქეებს შორის შუღლის მიზეზიც გახდა. მოსახლეობას მიაჩნია, რომ  ვინც, თავისი განცხადებებით  არაერთხელ დასწამა ცილი და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, საპატრიარქოს შეურაცხყოფა მიაყნეა, მიზანმიმართულ, ბინძურ კამპანიას ემსახურება. მოსახლეობა ფიქრობს, რომ საპატრიარქოს და უწმინდესის მიმართ, გამოთქმული ბრალდებები დაუშვებელია. მიაჩნიათ, რომ ეს ყოველივე შესაბამისი ზომების მიღებას, მათ შორის, საპროტესტო მსვლელობას საჭიროებს, რომელსაც აუცილებლად შეუერთდებიან.თუმცა მოქალაქეები დაწესებულ კომენდანტის საათს აპროტესტებენ და ამბობენ რომ შეზღუდვა სწორედ საპროტესტო მუხტის გასაჩერებლად ხანგრძლივდება.

 

საპატრიარქოს და უწმინდესის ინტერესებს, ყოველთვის იზიარებს და იცავს "პატრიოტთა ალიანსი". პარტიის წევრს მალხაზ თოფურიას მიაჩნია, რომ მსგავისი ცილისმწამებლური განცახდებებით, მოსახლეობაში საპროტესტო მუხტს და აგრესიას აღვივებენ. მისი განმარტებით, ეს მიზანიმართული პროპაგანდა უნდა დასრულდეს. მალხაზ თოფურიას თქმით, ამ პროცესს, ვერანაირი შეზღუდვა ხელს ვერ შეუშლის.

 

საპატრიარქოს და უწმინდესის მისამართით გაჟღერებულ  მიზანიმართულ  განცხადებებს აფასებს ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე. მისი განმარტებით, ეს "ტრადიცია" ქვეყანაში დიდი ხანია არსებობს  და აღნიშნული ქართველი ერის მორალურ განადგურებას ემსახურება. ბესო ჩუბინიძის თქმით, პარტიარქის დასაცავდ უკვე საპროტესტო მსვლელობები გახდა საჭირო.

 

საქართველოში გარკვეული ჯგუფების მხრიდან, საპატრიარქოზე მიზანმიმართული შეტევა  სისტემატიურ ხასიათს იღებს, თუმცა მთელი ერი, სულიერი მამის მხარდასაჭერად მზადყოფნას გამოთქვამს. მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა, ყოველთვის მარცხით მთავრდება და ამის მაგალითები, საქართველოს როგორც უახლეს, ასევე ძველ ისტორიაში უამრავი არსებობს.

დღის გადაცემები