დღის სიახლეები
პუტინი: "დასავლეთს ერთი მიზანი აქვს - ყოფილი საბჭოთა კავშირის და მისი მთავარი ნაწილის, რუსეთის დაშლა"
"თუ დასავლეთს რუსეთის ფედერაციის დაშლა და მის ნამსხვრევებზე კონტროლის დამყარება გამოუვა, რუსი ერი შეიძლება ვერ გადარჩეს - იქნებიან "მოსკოველები", "ურალელები" და ასე შემდეგ" - ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო გამოცემა TASS-ის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია Россия-1-ს განუცხადა.
პუტინის მტკიცებით, დასავლეთის მიზანს რუსეთის ფედერაციის დაშლა წარმოადგენს.
"თუ ჩვენ ამ გზით წავალთ [რუსეთის დაშლა], ვფიქრობ, რომ რუსეთში მცხოვრები ხალხები და პირველ რიგში, რუსი ხალხი შეიძლება რადიკალურად შეიცვალონ - არც კი ვიცი, შეიძლება თუ არა შენარჩუნდეს რუსული ეთნოსი იმ ფორმით, რა ფორმითაც დღესაა. დასავლეთს ერთი მიზანი აქვს - ყოფილი საბჭოთა კავშირის და მისი მთავარი ნაწილის, რუსეთის ფედერაციის დაშლა", - აცხადებს პუტინი.
მსგავსი
დღის გადაცემები