დღის სიახლეები
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-20 და 22-ე კილომეტრზე განვითარდა მეწყრული პროცესები, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, მეწყერის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამასთან, გუშინ, 29 ივნისს, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე ჩამოიშალა კლდის მასა, რის გამოც კმ70-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მსგავსი
დღის გადაცემები