დღის სიახლეები
ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ "დიდი ოცეულიდან" რუსეთის გაძევების ნებისმიერ მცდელობას შეეწინააღმდეგება
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ "დიდი ოცეულიდან" რუსეთის გაძევების ნებისმიერ მცდელობას შეეწინააღმდეგება. ინფორმაციას ამის შესახებ France24 ავრცელებს.
მისივე თქმით, ეს მრავალმხრივი ურთიერთობების პრინციპს ეწინააღმდეგება.
"უნდა შევინარჩუნოთ დიალოგის შესაძლებლობები, ან სულ მცირე - ერთმანეთის მოსმენის შესაძლებლობები. როდესაც "დიდი ოცეულის" შეხვედრაზე დასავლური ქვეყნები რუსეთს აკრიტიკებდნენ, სერგეი ლავროვი, შარშანდელი შეხვედრისგან განსხვავებით, დარბაზში დარჩა და გამოსვლებს ისმენდა. ეს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა", - აცხადებს ბორელი.
მსგავსი
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
დღის გადაცემები