პროკურატურამ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტებზე კიდევ ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა. საგამოძიებო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბრალდებულები ტელეკომპანია „მთავარი არხის“, „ტვ პირველის“ და „პალიტრანიუსის“ წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით, ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 5 და 6 ივლისს “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 8 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 25 პირი, მათ შორის 19 ჟურნალისტი და ოპერატორი.
დღის სიახლეები
ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებზე ბრალი კიდევ ხუთ პირს წარედგინა [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები