საქართველოს პროკურატურამ მედიის წარმომადგენლების მიმართ, მათ შორის პირველი არხის ოპერატორისთვის ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის გამო, ასევე ძალადობისა და „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრის ფაქტებზე დაკავებულ რვა პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგენილია, რომ 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ბრალდებულებმა ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით თავს დაესხნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისს, სიტყვისა და აზრის გამოხატვის, ასევე მათი საზოგადოებრივი მოღვაწეობის შეზღუდვის მიზნით დემონსტრაციულად დააზიანეს და გაანადგურეს „თბილისი პრაიდის“ კუთვნილი ინვენტარი. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 35 პირი, მათ შორის 29 ჟურნალისტი და ოპერატორი.
დღის სიახლეები
ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე რვა პირს ბრალდება წარედგინა [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები